კალენდარი


პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მსოფლიოს უძველეს კალენდრებს ,რითაც მოხდება მათი შედარება და თავისებურებების გამოკვეთა.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან უძველეს დროში კალენდრის შესახებ არსებულ თქმულებებს, მეცნიერულ კვლევებს,არქეოლოგების მიერ მოპოვებულ მასალებს. იღებენ ინტერვიუს, სწავლობენ კალენდრის წარმოშობის ისტორიას. ახდენენ შედარებებს და იკვლევენ კალენდრის შეცვლის პირობებს.

მოსწავლეთა ასაკი:შეუზღუდავი.

ვადები: 2–თვე. ოქტომბერი–ნოემბერი.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება აღმოჩენილ კვლევებთან მიმართებაში, ჯგუფური მუშაობები, ინტერვიუს აღება, სურათების გადაღება, საინტერესო საინფორმაციო ბანკის შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები: შეისწავლიან კალენდრის წარმოშობის ისტორიასა და ქვეყნებს ისტ–ს გამოყენებით. შეიძენენ კვლევის უნარ–ჩვევებს.შეიქმნება საინფორმაციო ბაზა. მზა მასალა განთავსდება მონაცემთა ბაზასა და სკოლის ბიბლიოთეკაში.
გაიზრდება ინტერესი კვლევების მიმართ, რადგან მოსწავლეები უშუალოდ იქნებიან
ამ პროცესში ჩართულნი. პროექტი სიცოცხლისუნარიანია, რადგან კვლავაც გაგრძელდება მუშაობა მონაცემთა ბაზის განახლებისა და გამდიდრებისათვის.
პროექტზე მუშაობისას შევძლებთ გამოვაქვეყნოთ სხვადასხვა საგნების სწავლებისას
მიღებული ცოდნა . (ისტორია,გეოგრაფია,მათემატიკა).

–ტექნოლოგიების გამოყენებით.



სარგებელი სხვებისათვის: შეიქმნება საინფორმაციო ბანკი , რომელიც ხელმისაწვდომი

იქნება არა მარტო მოსწავლეებისთვის არამედ ყველა დაინტერესებული პირებისათვის.


სამუშაო ენა:ქართული


საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


მოსწავლეებს გაუძლიერდება სწავლის სურვილი. ისწავლიან ისტ პროექტების დაგეგმვას

და განხორციელებას ინფორმაციულ–ტექნოლოგიების გამოყენებით.

Comments

Popular posts from this blog

Calendar